LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა

61

აშშ-მა თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ბოლო მოვლენებმა აშშ აიძულეს, გადაეხედა თურქეთის მთავრობის ვალდებულებისთვის აშშ-ის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩვენმა საელჩომ და საკონსულომ შეაჩერეს არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა, რათა შეემცირებინათ ვიზიტორების რაოდენობა,“ – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

სტამბოლში აშშ-ის გენერალური საკონსულოს თანამშრომელი, მეთინ თოფუზი, თურქეთის კონსტიტუციის დარღვევისა და თურქეთის ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, მეთინ თოფუზი დაკავშირებული იყო ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები