LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა უნდა გააძლიეროს საქართველოს მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორში – აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი

44

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორში, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის შესწორებების პროექტში.

დოკუმენტში საუბარია, თავდაცვით ლეტალურ დახმარებაზე, „რაც მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მზადყოფნისა გაძლიერებისკენ. ასევე საქართველოს ძალების NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის გაუმჯობესებისკენ”.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა უნდა ჩაერთონ შავ ზღვაში დაგეგმილ წვრთნებში.

კიდევ ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა დაადასტუროს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულება და მათ შორის საქართველოს ალიანსში სამომავლო წევრობის მხარდაჭერა.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, აშშ უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს. ამ თანხიდან 50 მილიონი დოლარი ლეტალურ იარაღზეა გათვლილი.

დოკუმენტს უკვე მხარი დაუჭირა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ. პროექტის კანონად ქცევისთვის სენატის მხარდაჭერა და პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერაა აუცილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები