LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აშშ მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და უჩა ნანუაშვილს”- იან კელი

104

შეერთებული შტატების ელჩი სახალხო დამცველის ინსტიტუტს და უჩა ნანუაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. იან კელი ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში ნანუაშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

დიპლომატი ამბობს, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ამ პოსტზე კვლავ დამოუკიდებელ კანდიდატს შეარჩევს.

 

„ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და ბატონ უჩა ნანუაშვილს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დემოკრატიისა. მთავრობას, ხელისუფლებას აქვს გარკვეული უფლებები, თუმცა იმისათვის, რომ მოხდეს მათი ანგარიშვალდებულება და ასევე არსებობდეს პირდაპირი დიალოგი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის, მოქალაქეებისა და პრობლემების მთავრობამდე მიტანა, ამაში სახალხო დამცველი დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, ვინც არ უნდა შეცვალოს ბატონი უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი იქნება და გააგრძელებს ამ საქმიანობას,“- განაცხადა იან კელიმ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები