LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვით შეშფოთებულია

34

აშშ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვით შეშფოთებულია და რუსეთს მოუწოდებს, ამ რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს.

ამის შესახებ აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ჯგუფის შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა.

აშშ აღშფოთება გამოხატა .. სადემარკაციო სამუშაოების და გამშვები პუნქტების დახურვის გამო, – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთს კვლავ მოუწოდეს, საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად.

აშშმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები