LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს

30

აშშ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა, ტელეარხ CBS-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ და ნაბიჯები გადავდგით კანონის  – “საპასუხო ზომები ამერიკის შეერთებული შტატების მტრების წინააღმდეგ”, სანქციების შესაბამისად, რამაც ხელი შეუშალა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი თავდაცვითი გარიგებების გაფორმებას. ჩვენ განვიხილავთ სანქციების შესაძლო დაწესებას დამატებითი პირებისთვის,“ –  აღნიშნა კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არ აწესებს აშშ რუსეთთან მიმართებით იმ სანქციებს, რომლებსაც კონგრესი მოითხოვს.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ე. წ შავ სიას, რუსეთის რამდენიმე ბიზნეს და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი დაემატება. ვაშინგტონში ამ საკითხის განხილვა უკვე მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები