LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს

74

ვაშინგტონი რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ დამატებითი  შეზღუდვები შეიმუშავა, რომელსაც დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა.  ეს არის ვაშინგტონის პასუხი რუსეთის მიერ “საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების” დარღვევაზე. ვაშინგტონმა მოსკოვი სარაკეტო შეთახნმების დარღვევაში ახალი თაობის “ისკანდერების” ტიპის რაკეტების გამოცდის შემდეგ დაადანაშაულა. ინფრომაცია გავლენიანმა გამოცემა “პოლიტიკომ” გაავრცელა.

დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.  მიუხედავად ამისა, მოსკოვი პუბლიკაციას უკვე ოფიციალურ დონეზე გამოეხმაურა. სერგეი ლავროვის მოადგილემ სანქციებს “სასაცილო” უწოდა და ვაშინგტონს ანალოგიური საპასუხო ზომებით დაექმურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები