LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ რუსეთს პოლიტიკური და რელიგიური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

19

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკური და რელიგიური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია რუსეთში პოლიტიკური და რელიგიური პატიმრების რაოდენობით და მოუწოდებს რუსეთს, გაათავისუფლოს ისინი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, რუსეთში დაპატიმრებულია 150-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც მიჩნეული არიან პოლიტიკურ და რელიგიურ პატიმრებად.

უწყება განსაკუთრებით შეშფოთებულია ოთხი დაპატიმრებული მოშიმშილე უკრაინელის ბედით – ოლეგ სენცოვის, სტანისლავ კლიხის, ალექსანდრ შუმკოვისა და ვლადიმირ ბალუხის. ამას გარფა, სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ჩეჩნეთში უფლებადამცველი აქტივისტის, ოიუბ ტიტიევისდაკავების გამო.

„მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს ყველა, ვინც იდენტიფიცირებულია პოლიტიკურ ან რელიგიურ პატიმრად და შეწყვიტოს სამართლებრივი სისტემის გამოყენება განსხვავებული აზრისა ან მშვიდობიანი რელიგიური პრაქტიკის ჩასახშობად,” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები