LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ რუსეთს სანქციებს მაშინ დაუწესებს, როცა რუსეთი ამას დაიმსახურებს – ტრამპი

70

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით,  აშშ რუსეთს ახალ სანქციებს მაშინ დაუწესებს, როდესაც რუსეთი ამას დაიმსახურებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის არცერთი სხვა პრეზიდენტი ასე ხისტად არ იქცეოდა რუსეთთან მიმართებაში, როგორც ის იქცევა. ამის მაგალითად ტრამპმა სირიაში ამერიკის შეიარაღებულ ძალებსა და რუს დაქირავებულ მეომრებს შორის შეტაკება მოიყვანა.

„ერთი თვის წინ ჩვენ ძალიან სასტიკი შეტაკება გვქონდა სირიაში დაქირავებულ რუს მეომრებთან. ბევრი ადამიანი დაიღუპა და ეს სამწუხაროა. ვიმეორებ, არავინ ეპყრობა რუსეთს ისე ხისტად, როგორც მე,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გუშინ აშშ-ში რუსეთის საელჩომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან წერილი მიიღო იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი ჯერ არ გეგმავს მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყარომ განუცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები