LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს ირანის ნავთობის გაყიდვების ნულამდე შემცირება სურს

93

აშშ აღადგენს სანქციებს ირანთან მიმართებაში ორ ეტაპად. ამის შესახებ აშშ-ის  სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკური დაგეგმარების დირექტორმა ბრაიან ხუკმა განაცხადა.მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონს აქვს მიზანი “ნულამდე შეამციროს” თეირანის ნავთობის გაყიდვები.

ხუკის თქმით, აშშ-ის სტრატეგია ირანთან მიმართებაში მდგომარეობს მაქსიმალურ ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზეგავლენაში.

“ჩვენი სანქციების პირველი ნაწილის მოქმედება აღდგება 4 აგვისტოს, ხოლო მეორე – 6 ნოემბერს. ამ სანქციებს ექნებათ თავის მიზნად ირანის ენერგეტიკული სექტორი, ტრანზაქციები, რომელსაც შეხება აქვს ნედლეულთან და ტრანზაქციები დაკავშირებული ცენტრალურ ბანკთან”, – აღნიშნა მან.

ხუკმა აქვე აღნიშნა, რომ აშშ არ ისწრაფვის ირანის “რეჟიმის შეცვლისკენ”, მათ უნდათ მხოლოდ ის, რომ გავლენა მოახდინონ ირანის ხელისუფლების ქმედებაზე, რათა მათ იმოქმედონ “ირანელი ხალხის სურვილების შესაბამისად”.

ცნობისთვის, აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები