LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს მეორე ლედი ნათია ფანჯიკიძეს და სხვა ფსიქოთერაპევტებს ხვდება

105

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამერიკის მეორე ლედი, კარენ პენსი ნათია ფანჯიკიძეს და სარეაბილიტაციო ცენტრ „კამარას“ სხვა ფსიქოთერაპევტებს, ნინო კომახიძესა და სალომე ფანჯიკიძეს ხვდება.

პენსი, ასევე, გაესაუბრება რამდენიმე პაციენტს და ნახავს მათ ნამუშევრებს.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, კარენ პენსი უკვე ათწლეულზე მეტია მხარს უჭერს არტ თერაპიის დამკვიდრებას და განვითარებას მთელს მსოფლიოში, მუდმივად ნახულობს არტ თერაპიის ცენტრებს და ხვდება არტ თერაპიის ექსპერტებს. არტ თერაპია არის ფსიქოთერაპიის მეთოდი, რომელიც შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და თვითკვლევის გზით ეხმარება პაციენტებს გაუმკლავდნენ მენტალურ და ემოციურ პრობლემებს, ხელი შეუწყოს მათ ფიზიკურ გამოჯანმრთელებას.

აშშ-ის მეორე ლედი შეხვდება მხატვარ ოლესია თავაძეს, რომელიც ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობს. ოლესია თავაძეს შექმნილი აქვს ილუსტრაციები საბავშვო და არასაბავშვო წიგნებისთვის. მას ამერიკული ლიტერატურა, განსაკუთრებით კი რობერტ ფროსტის შემოქმედება იტაცებს. სწორედ, რობერტ ფროსტის პოემების ინსპირაციით შექმნილი ნახატების გამოფენას დაათვალიერებს აშშ-ის მეორე ლედი, კარენ პენსი. გამოფენა გაიმართება თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები