LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოდან გატაცებული ჟურნალისტის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

80

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს, 30 მაისს, აფგან მუხთარლი თბილისში გატაცებისა და შემდგომ აზერბაიჯანში მისი დაკავების გამო.

„აშშ შეშფოთებულია თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების და შემდეგ სამშობლოში მისი დაკავების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ ასევე შეშფოთებას გამოვხატავს 25 მაისს, აზერბაიჯანის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, გოზალ ბაირამლის დაკავების გამო.

„აზერბაიჯანის მთავრობას მოვუწოდებთ, გაათავისუფლოს დაკავებულები, რათა მათ ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებით, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო და ეუთო-ს შეთანხმებები. ინტენსიურად ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ეს გამოძიება ჩაატაროს სრულყოფილად, გამჭვირვალედ და დროულად“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცადებაში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოდან უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა. როგორც თავად ყვება უცნობმა პირებმა ის მანქანით გაიტაცეს, შემდეგ კი დიდი ოდენობით თანხა ჩაუდეს და საზღვარზე პასპორტის გარეშე გადაუშვეს.

აფგან მუხთარლი სამშობლოში დევნისა და ზეწოლის გამო, თავს საქართველოს უკვე წლებია აფარებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები