LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ თურქეთში მოგზაურობისგან

126

სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ტერორიზმისა და უკანონო დაკავებების ფონზე, კიდევ ერთხელ გადახედონ თურქეთში გამგზავრების საკითხს. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ თურქეთ-სირიის საზღვართან გადაადგილებისგან, ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე 15 პროვინციაში მოგზაურობისგან, რადგან არსებობს ტერორიზმის საფრთხე.

აშშ-ის ხელისუფლება ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ თურქეთში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში, ათობით ათასი ადამიანი, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებიც, 2016 წლის 15 ივლისის არშემდგარ სამხედრო გადატრიალებასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. მათ კი, ვინც მაინც გაემგზავრება თურქეთში, რეკომენდაცია ეძლევათ, მოერიდონ უცხოელთა თავშეყრის ადგილებსა და დემონსტრაციებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები