LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები მდიდრდება სხვადასხვა განზომილებებით – პრემიერი

38

ამ ვიზიტის შედეგად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები მდიდრდება სხვადასხვა განზომილებებით, – ასე აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში მის მიერ გამართულ ოფიციალურ ვიზიტს.

„ვიცე პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა მიმართულების მხარდაჭერის. ეს არის, როგორც საქართველოს ნატოში ინტეგრირების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და რა თქმა უნდა, საქართველოს მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კუთხით, ამ მიმართულებით საერთაშორისო ძალისხმევის და ამერიკის მაკონსოლიდირებელი როლის კიდევ უფრო გაძლიერება,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან.

„საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფო მდივანი შეხვდა მისი დანიშვნის შემდეგ, რაც ასევე არის გამოხატულება ჩვენი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის. სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის პლენარული სხდომა გავხსენით ერთობლივი განცხადებებით, სადაც გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, მათ შორის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შესრულდეს. დაფიქსირდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მზაობა, რაც ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვუახლოვდებთ ნატოს სამიტს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასევე კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ მიმართულებით,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა ვიზიტის პერიოდში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, პირველი ვიცე პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები