LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში უფრო ინტენსიური იქნება – იან კელი

54

აშშსაქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში მომავალ წელს უფრო ინტენსიური იქნება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ, თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან, შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უწყებაში გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ და იან კელიმ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი და ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

თავდაცვის მინისტრმა ამერიკაში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა და დავიწყეთ სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა, რათა შევინარჩუნოთ ის მუხტი, რაც ამ შეხვედრებიდან მოდიოდა, – განაცხადა იან კელიმ.

შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვის უწყებაში რეფორმების განხორციელების პოზიტიურ შედეგებზე გამახვილდა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ასევე საქართველოში აშშ-ის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები