LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აშშ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია”

52

“ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავზე”, -ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტისადმი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ამერიკისგან ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია.

“კონგრესმენებმა მიმართეს პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა. აშშ-ი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ვთანამშრომლობთ მრავალი მიმართულებით, გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი და სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია. ვფიქრობთ,  კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ამ ურთიერთობების მნიშვნელობას.  ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, სულ ცოტა ხანში თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გაიხსნება.  დარწმუნებული ვარ, აშშ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს მომავალი 25 წლის განვითარების პერსპექტივაშიც,- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები