LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს

35

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შატტების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური“, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები