LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში 37 ბავშვი გრიპის ეპიდემიას ემსხვერპლა

92

აშშ-ში იმ ბავშვების რიცხვმა, რომლებიც გრიპის ვირუსის გავრცელების შედეგად გარდაიცვალნენ, 37-ს მიაღწია. ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსმა თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ინფორმაციას Aap News-ი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, გრიპის ვირუსმა 39 შტატი მოიცვა. ის ასევე გავრცელდა პუერტო-რიკოს, გუამსა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე.

ცენტრის დირექტორის დენ ჯენგირანის თქმით, 2014-2015 წლისთვის გრიპის ვირუსისგან 148 ბავშვი დაიღუპა.

მისივე განცხადებით, 2018 წელს გავრცელებული ეპიდემია სამი წლის წინანდელი ვირუსის აფეთქებას ჰგავს. ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ სამი წლის წინ გრიპის ვირუსით 34 მილიონი ადამიანი დაავადდა, ხოლო 57 000 ადამიანისთვის დაავადება სიკვდილით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები