LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში არალეგალურად შემოსული ადამიანები უნდა დავაპატიმროთ – დონალდ ტრამპი

84

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ ადამიანების დაკავების აუცილებლობის შესახებ განაცხადა, რომლებიც უკანონოდ კვეთენ შტატების ტერიტორიას.

„ყოველთვის უნდა დავაპატიმროთ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში არალეგალურად შემოდიან. 12 ათასი ბავშვიდან 10 ათასი მათი მშობლების მხრიდან იგზავნება ძალიან საშიშ მოგზაურობაში და მხოლოდ 2 ათასი მიდის მშობლებთან ერთად, რომელთაგან ბევრი არაერთხელ ეცადა შემოსულიყო ჩვენ ქვეყანაში არალეგალურად,“ – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

მისი თქმით, ამჟამად კონგრესს საუკეთესო შესაძლებლობა აქვს შეცვალოს სასაცილო და მოძველებული საიმიგრაციო კანონები. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკას ძლიერი უსაფრთხოება უნდა ჰქონდეს თავის საზღვრებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები