LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძის დედა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

91

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის დედა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. 

როგორც მაყვალა ხურციძემ განაცხადა, მისი შვილის ანგარიშები გაყინულია, რის გამოც ადვოკატისთვის ფულის გადახდას ვერ ახერხებს.

სპორტსმენის დედა ამბობს, რომ ადვოკატი სპორტსმენის დაცვაზე უარს ამბობს. ოჯახი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

„ფედერაციაში ამბობენ ჩვენი სახელით არ ასპარეზობდაო. ქართული ქუდი ეხურა და საქართველოს დროშას აფრიალებდა, სამშობლო არასოდეს დაუვიწყებია. არ არის დამნაშავე და დამეხმარეთ, რომ ციხიდან გამოვიყვანო”,- განაცხადა ნათელა ხურციძემ.

ავთანდილ ხურციძე მიმდინარე წლის ივნისში ნიუ იორკში დააკავეს. მას ბრალად ე.წ. შულაიასკრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება და გამოძიების მტკიცებით, არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

პოპულალურები