LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში “Fashion Week”-ზე საქართველოს სახელით ატელიე ”სამოსი’’ წარსდგა

105

ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ მისურიში გამართულ “კანზას სითი ფეშენ ვიქზე” სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით ცნობილმა დიზაინერმა, საკუთარი კოლექცია მსოფლიო მოდის ინდუსტრიას წარუდგინა, საქართველოს სახელით მონაწილეობა ატელიე “სამოსმა” მიიღო.

აღნიშნულ “Fashion Week” -ზე 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ატელიე “სამოსმა“ დიზაინერ ნინო პატარქალაშვილის ხელმძღვანელობით წარადგინა.

”კოლექცია დატვირთული იყო ქართული დეტალებითა და აქსესუარებით, სადაც მკვეთრად გამოხატული იყო საქართველოს უძველესი ისტორია და კულტურა, ამავდროულად ერთვოდა დახვეწილი და მოდური შტრიხები. კოლექციამ, განსაკუთრებით გათანამედროვებულმა ჩოხებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ატელიე საქართველოს მასშტაბით ქართულ და უცხოურ კომპანიებს ემსახურება და მონაწილეობას მასშტაბური ფესტივალების გახნა-დახურვის ცერემონიალებშიც იღებს.

“2017 წელს “სამოსი” მომხმარებლებს განახლებულ კოლექციას, არა ერთ სიახლეს და ექსკლუზივს ჰპირდება”, – განმარტავენ საქართველოს კულტურის პალატაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ Fashion Week -ზე ატელიემ მონაწილეობა პირველად მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები