LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში გამოკითხულთა 58% რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრეა

150

ამერიკელების 58% მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას უნდა შეეცადოს. ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც სოციოლოგიურმა სამსახურმა Gallup-მა ჩაატარა.

რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციების დაწესებას კი რესპონდენტთა 36% უჭერს მხარს.

ამასთან, გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ მოსკოვი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერია, 39% კი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ქმედებებმა არჩევენების შედეგებზე გავლენა იქონია.

Gallup-ის სატელეფონო კვლევა 1-დან 12 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა და მასში ყველა შტატიდან 1024 ადამიანი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები