LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში კომენდანტის საათს შემოიღებენ

91

ამერიკული შარლოტსვილის პოლიცია კომენდანტის საათის დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ქალაქის მერმა მაიკლ სიგნერმა გაავრცელა. ქალაქის საბჭოს წევრები შეიკრიბნენ და პოლიციის უფროსს მიანიჭეს სრული უფლებამოსილება, რათა ის ისე მოიქცეს როგორც საჭიროდ ჩათვლის. შეზღუდოს მოქალაქეთა თუ სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება, დაუწესოს მათ კომენდანტის საათი და ასე შემდეგ. ხოლო, თუ რას მოიმოქმედებენ კანონის დამცველები ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა ნეონაცისტების აქციები იმართება და მთავარი არეულობის მიზეზიც სწორედ ისინი გახდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები