LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში „კრიმინალი სანტა“ საკვამურ მილში გაიჭედა

59

აშშ-ის ქალაქ სითრეს ჰეითსში მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი ოფისის გასაძარცვად შენობაში მოხვედრას საკვამური მილიდან შეეცადა, გაიჭედა და დასახმარებლად სამაშველო სამსახურის გამოძახება მოუწია.

კალიფორნიის პოლიციის ინფორმაციით, მძარცველი 32 წლის ჯესი ბერუბი აღმოჩნდა. მაშველებმა მისი გამოყვანა სპეციალური მოწყობილობის საშუალებით შეძლეს.

შემთხვევის შედეგად უიღბლო მძარცველი არ დაზარალებულა. ადგილობრივმა მედიამ მას ზედმეტსახელიც მოუგონა და საკვამურის გამოყენებისთვის „კრიმინალი სანტა“ შეარქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები