LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში მოკლული დავით კანდელაკის გადმოსვენებისთვის საჭირო ხარჯს სახელმწიფო დაფარავს

109

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოკლული დავით კანდელაკის გადმოსვენების საქმეში საქართველოს საკონსულო ჩაერთო. გადმოსვენებისთვის საჭირო ხარჯს სახელმწიფო დაფარავს.

გუშინ კი სპეციალურ ვებგვერდზე, სადაც ინტერნეტ მომხმარებლები თანხას აგროვებენ, მოკლულის ახლობლების წერილი გამოქვეყნდა. მათი თქმით, ოჯახს ცხედრის გადმოსვენებისთვის თანხა არ აქვს და მხარდაჭერას ითხოვდნენ.

31 წლის დავით კანდელაკისა და მისი მეგობრის, ჯოშუა რაისის ცხედრები ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ნახეს.

ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. პოლიცია დამნაშავეს ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები