LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5.8 მლნ ბარელით გაიზარდა

90

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,8 მლნ ბარელით გაიზარდა, ანუ 1.3%-ით და შეადგინა 438,1 მლნ ბარელი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბენზინის მარაგები გაიზარდა 1,9 მლნ ბარელით და შეადგინა 233,9 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1 მლნ ბარელით და შეადგინა 114,0 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა 2 ათასი ბარელით, ანუ 0,8%-ით -10,725 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.

ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში შემცირდა 0,7 მლნ ბარელით, ანუ 0,1%-ით და შეადგენს 661,3 მლნ ბარელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები