LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

89

აშშ-ში, ტეხასის შტატის დედაქალაქ ოსტინში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი  ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Tastingwork-ი იყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას Tastingwork-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი უძღვებოდა.

ქართული ღვინის პრეზენტაციას, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები იყო წარმოდგენილი, ღვინის ამერიკელი პროფესიონალები დაესწრნენ. ლიზა გრანიკის ინფორმაციით, ქართულმა ღვინომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ისინი მოუთმენლად ელოდებიან შემდეგ ღონისძიებას, სადაც ქართული ღვინის ჯიშობრივი მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ იქნება წარმოდგენილი.

ღვინის მაგისტრის შეფასებით, აღნიშნული დეგუსტაციები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას აშშ-ი, რომელიც გასულ წლებში გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 291 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ია.

ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, Tastingwork-ის ორგანიზებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში ქართული ღვინის ათეულობით პრეზენტაცია გაიმართა, საქართველოში კი ღვინის პროფესიონალების არაერთი ვიზიტი მოეწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები