LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ქართული მეღვინეობის შესახებ წიგნს გამოსცემენ

82

ცნობილმა ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა, ლიზა გრანიკმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ექსპერიმენტულ ბაზაზე გაშენებული ვენახი დაათვალიერა და ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლიზა გრანიკი ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიის, კულტურისა და პოტენციალის შესახებ ნაშრომის გამოცემას გეგმავს.

როგორც ღვინის ცნობილი მაგისტრი აღნიშნავს, იმისათვის, რომ ქართული მეღვინეობის უდიდესი პოტენციალის შესახებ მსოფლიოს საზოგადოებამ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღოს, აუცილებელია ბევრი ინგლისურენოვანი ნაშრომის მომზადება და წიგნებად გამოცემა.

„აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებულია და ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულია ვაზის 450-მდე ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა. საუკეთესო ჯიშების გავრცელებისა და მათი წარმოებაში დაბრუნების მიზნით, სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინის დაყენება და შეფასება ხდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ლიზა გრანიკის ორგანიზებით, ბოლო წლებში საქართველოში მეღვინეების არაერთი ვიზიტი განხორციელდა, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში კი ქართული ღვინის პრეზენტაციები ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები