LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ქართველი მამაკაცი ხალხის გადასარჩენად ცეცხლში შევარდა (ვიდეო)

125

ამერიკაში, 22 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მაგისტრალზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას ქართველი ოჯახი შეესწრო. ერთ-ერთი მათგანი მიხეილი ცეცხლში შევარდა და ავარიაში მოყოლილი ორი ამერიკელი გადაარჩინა.

ამ ისტორიას მისი ნათესავი სოციალურ ქსელში, თანდართული ვიდეოთი და ფოტოთი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ჰყავს მსხვერპლიც, რადგან კიდევ ერთი დაზარალებულის გადარჩენა მიხეილმა ვერ შეძლო.

“საზარელი საგზაო შემთხვევა რომელიც ამერიკაში მოხდა, ჩემების თვალწინ დატრიალდა… ჩემი ბიძაშვილი და მისი მეუღლე უშუალო მონაწილე გახდნენ…
სიძემ რომელმაც დაუფიქრებლად ფაქტიურად გაწირა თავი რომ გადაერჩინა ადამიანები მან მართლაც შეძლო და ორი ამერიკის მკვიდრი მოქალაქე სიკვდილისგან იხსნა. 
სამწუხაროდ მესამის გადარჩენა ვეღარ მოასწრო 😔 სამწუხაროდ ის ცოცხლად დაიწვა… 
შენ ხარ ყველაზე მამაცი და გმირი ადამიანი რომელმაც სხვისი გადარჩენისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე!!!! 
მე ვამაყობ შენით და ვიცი, ბევრი ქართველი იამაყებს შენი ქართველობით!!!!!!”, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები