LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ქართველი მამაკაცი მოკლეს

76

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ ბინაში, 31 წლის ქართველი მამაკაცი მოკლული იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზიები ავრცელებენ.

გარდაცვლილი ქართველი დავით კანდელაკია. მისი გაუჩინარების შესახებ, პოლიციაში მისმა მეუღლემ განაცხადა, მას შემდეგ რაც მაიამიში მასთან და შვილებთან შესახვედრად არ მივიდა.

მასთან ერთად ნაპოვნია კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

ქართველი ლუისვილში საცხოვრებლად ერთი თვის წინ გადავიდა. მას ორი წლის ტყუპი შვილები დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები