LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში რუსეთისთვის სანქციების დაწესება გართობად იქცა – რუსეთის საგარეო უწყება

74

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ანტირუსული სანქციები 2011 წლიდან უკვე მე-60-ეა. დიპლომატის თქმით, სანქციების დაწესება “ერთგვარ ნაციონალურ გასართობად” იქცა აშშ-ში.

“სანქციების დამწესებელ ორგანოს ვთავაზობთ ზედაპირულად მაინც გაეცნონ ჩვენს ისტორიას და შეწყვიტონ ნერვიულობა,” – განაცხადა რიაბკოვმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „შავ სიაში“ რუსეთის კიდევ 27 მოქალაქე და 6 კომპანია შეიყვანა, რომლებიც თავდაცვის და დაზვერვის სფეროებთან არიან კავშირში.

CAATSA-ს კანონის თანახმად, რომელიც 2017 წელს მიიღეს, აშშ-ის ხელისუფლება სანქციებს ამ ადამიანებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამო აწესებს.

სიას დაემატა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, „ინტერნეტ-გამოძიების სააგენტო“, ევგენი პრიგოჟინის კომპანიები – „კონკორდ მენეჯმენტი და კონსალთინგი“ და „კონკორდ ქეითერინგი“ და თავად ევგენი პრიგოჟინიც. ასევე, „ტროლების ფაბრიკის“ და ГРУ-ს თანამშრომლები, რომლებსაც აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები