LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ვიზიტი იყო შედეგიანი, კონკრეტული დაპირებებით – კვირიკაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

37

საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ვაშინგტონში, საკუთარ რეზდინციაში უმასპინძლა. გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პენსმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს.

“განვიხილეთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, განვიხილეთ ამერიკისთვის პრიორიტეტული საკითხები, ჩვენი თანამშრომლობის ასპექტები. ჩვენ ვართ ამერიკის უახლოეს პარტნიორი ჩვენს რეგიონში და ვიცე-პრეზიდენტისგანმოვისმინეთ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტს ექნება ძალიან სერიოზული გაგრძელება მომავალში ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.

ამ პარტნიორობას მომავალში ძალიან ბევრი ახალი განზომილება დაემატება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა ეს იყოს სრულმასშტაბიანი ორმხრივი პარტნიორობა, სრული სპექტრით. რა თქმა უნდა, აშშ-ი დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, არის საქართველოს ყველაზე ახლო სტრატეგიული მხარდამჭერი პარტნიორი,”-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

შეხვედრისას ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მათ შორის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სახლში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები