LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ტატუნაშვილის საკითხზე რუსეთს უკვე ესაუბრა, მუშაობას ვაგრძელებთ – იან კელი

68

ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ესაუბრა რუსეთის ფედერაციას ამ თემაზე და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მოხდეს ცხედრის გადმოცემა,”- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით “ევროპულ საქართველოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

იან კელი აღნიშნულზე საკითხზე მომზადებულ რეზოლუციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არ გასცნობია, თუმცა, მიიჩნევს, რომ ერთობლივი დოკუმენტის შექმნა კარგი იქნება.

“ეს შემაძრწუნებელია. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. ჩემთვის გაუგებარია რატომ ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება და 2 დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას და მის ყველა ძალისხმევას ამ მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ესაუბრა რუსეთის ფედერაციას ამ თემაზე და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მოხდეს ცხედრის გადმოცემა.

რაც შეეხება რეზოლუციას, მე დეტალურად არ ვარ ინფორმირებული რა სხვაობაა ამ ორ დოკუმენტს შორის, მაგრამ კარგია, როცა უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები თანხმდებიან და იქმნება ერთობლივი დოკუმენტი,”- აღნიშნა იან კელიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები