LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ თურქეთს დამატებითი სანქციების დაწესებით ემუქრება

103

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სტივენ მნუჩინის განცხადებით, ვაშინგტონი თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს თუ თურქეთის ხელისუფლება ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს არ გაათავისუფლებს.

„ჩვენ თურქეთის მთავრობის რიგ წევრებს სანქციები დავუწესეთ. კიდევ გვაქვს რიგი ზომები, რომლის განხორციელებას ვაპირებთ იმ შემთხვევაში თუ თურქეთის ხელისუფლება ენდრიუ ბრანსონს არ გაათავისუფლებს,“ – განაცხადა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც იზმირის რაიონში ცხოვრობდა, 2017 წელს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების ბრალდებით დააკავეს. 7 მაისს ენდრიუ ბრანსონი თურქული სასამართლოს წინაშე წარსდგა და უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები. 25 ივლისს ის შინაპატიმრობის ქვეშ იყო მოთავსებული. თურქეთის პროკურატურა მისთვის 35 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

აშშ-ის ხელისუფლება მკვეთრად აკრიტიკებს თურქეთს ამერიკელი პასტორის საქმის გამო და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის შს და იუსტიციის მინისტრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები