LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მხარს უჭერს

112

ამერიკა მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეზენ ჰაუერთმა განაცხადა.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს აღმსარებლობის თავისუფლებას, მათ შორის ცალკეული ჯგუფების წარმომადგენელთა თავისუფლებას, დაარეგულირონ საკუთარი რელიგია საკუთარი რწმენის მიხედვით და თავისუფლად აღიარებდნენ მას ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე. აშშ პატივს სცემს უკრაინის მართლმადიდებელი რელიგიური ლიდერების მიზნებს, მიიღონ ავტოკეფალია მათივე რწმენის შესაბამისად,“ – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ამერიკაში პატივს სცემენ მსოფლიო პატრიარქს, რომელიც ახდენს რელიგიური ტოლერანტობის დემონსტრირებას და აწარმოებს კონფესიათაშორის დიალოგს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები