LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ უვიზო რეჟიმის პროგრამის მონაწილე 38 ქვეყანას პირობებს ურთულებს

115

აშშ-ს უვიზო პროგრამის 38 მონაწილე ქვეყნისთვის ახალი წესები შეამოაქვს, რომლითაც უსაფრთხოების მოთხოვნებს ართულებს . ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. ახალი მოთხოვნების შემოღება ხდება იმისთვის, რომ ტერორისტებმა, ან დამნაშავეებმა ვერ ისარგებლონ ამ პროგრამით ამერიკაში შესასვლელად.

„ეს გაუმჯობესება უსაფრთხოეს გახდის აშშ-ში მოგზაურობას ამერიკისა და იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოდის“ – განაცხადეს ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამინისტროში. სახელმწიფო დეპარტამენტთან, სხვა ფედერალურ სააგენტოებთან კონსულტაციისას, დღეისთვის, ვმოქმედებთ უვიზო რეჟიმის პროგრამის არსებული საიმედო ეროვნული უსაფრთხოების ელემენტების შემდგომი გამკაცრებისთვის“, – განაცხადა ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები