LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ VS ჩინეთი – სანქციების პაკეტი ამ კვირაში გახდება ცნობილი

48

უსამართლო ვაჭრობა – ეს ის მთავარი ბრალდებაა, რომლის გამოც აშშ ჩინეთს სანქციებით ემუქრება. აღნიშნულის შესახებ კი ინფორმაციას რუსული სააგენტო rbc.ru, გამოცემა Politico-ზე დაყრდონით ავრცელებს.

Politico-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპის უახლოესმა გარემოცვამ გასულ უქმეებზე განიხილა, როგორ დასაჯონ ჩინეთი. მოსალოდნელია, რომ სანქციების პაკეტი ამ კვირაში გახდება ცნობილი. Politico აღნიშნავს, რომ აშშ-ში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, პეკინის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შემოიღონ, თუ მხოლოდ სავაჭრო შეზღუდვებით შემოიფარგლონ.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდიდან არაერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში. Politico წერს, რომ ტრამპის უახლოესი გარემოცვა – პოლიტიკური მრჩეველი სტივენ მილერი და ვაჭრობის საკითხებში მრჩეველი პიტერ ნავარო, მას დიდი ხანია ჩინეთთან უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას ურჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები