LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასი ინსპექცია არსებობდა, მაშინ როცა საბაგირო გზა ჩამოწყდა”- გოცირიძე შრომის ინსპექციაზე

127

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე თვლის, რომ შრომის ინსპექციის შექმნა, მაღალი რისკის საწარმოებში, პრობლემას ვერ მოაგვარებს.

გოცირიძის აზრით,  სახელმწიფო სამსახურის შექმნით ასეთი პრობლემის მოგვარების მცდელობა, საბჭოთა აზროვნების მახინჯი გადმონაშთია.

ეკონომიკის ექსპერტი იხსენებს მთაწმინდაზე საბაგირო გზის გაწყვეტას და აღნიშნავს, რომ ამ დროს ასი ინსპექცია არსებობდა, თუმცა ინციდენტი თავიდან მაინც ვერ აიცილეს.

“გვახსოვს როგორ გაჰყვიროდნენ პარტიები, ანტიმონოპოლისტური სამსახური განავითარებს ჩვენს ეკონომიკასო. შექმნეს რაღაც ამის მსგავსი ამ რამდენიმე წლის წინ. გაიგიათ რაიმე მათი გაკეთებული საქმის შესახებ?

ახლა ისევ აყვირდნენ, შრომის ინსპექცია გვიშველისო. რამდენი ობიექტი უნდა შეამოწმოს ათიოდე ჩნოვნიკმა, როცა მთელი ტექნიკა-აღჭურვილობის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ საბჭოთადროინდელია და არ განახლებულა? ასი ინსპექცია არსებობდა, მაშინ როცა მთაწმინდაზე საბაგირო გზა ჩამოწყდა.

ახალი სახელმწიფო სამსახურის შექმნით პრობლემის მოგვარება არის საბჭოთა აზროვნების მახინჯი გადმონაშთი”, – წერს გოცირიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის განცხადება, “რომ ვინც ინსპექცია არ შექმნა, არიან მკვლელები, არის სრული იდიოტიზმი”.

ტყიბულის ერთ-ერთ შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რასაც 4 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლამ, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრომ ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი სამსახური – შრომის ინსპექცია შეიქმნება, რომელიც მაღალი რისკის საწარმოებში შრომის უსაფრთხოებას გააკონტროლებს.

 

პოპულალურები