LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასპინძასთან შეშით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა

44

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორთან, შეშით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა, რის შედეგად 58 წლის მძღოლი დაშავდა. მძღოლი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, უტარდება გამოკვლევები, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, შეშით დატვირთული ტრაილერი მაშინ გადაბრუნდა, როდესაც მიმავალ მანქანას საბურავი მოძვრა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები