LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტროლოგი: „დღეს 2017 წლის ყველაზე განსაკუთრებული დღეა…“

47

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ დღეს 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ასტროლოგის რეკომენდაციით, დღეს თუნდაც პატარა სითბოს გაცემისას ყველაფერი დადებითი ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ.

სოფია აღნიშნავს:

„მეგობრებო დღეს საოცარი დღეა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მთელს 2017 წელში. მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეთ – თუნდაც სრულიად უმიზეზოდ გაეცით სითბო, თქვით კომპლიმენტები, გამოხატეთ სიტყვიერი სახით მადლიერება და სიყვარული… და დაინახავთ უმოკლეს დროში რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში. ზუსტად დღეს კოსმოსიდან უდიდესი ენერგეტიკა მოდის, რომელიც ნებისმიერის ცხოვრებაში ბუმერანგულად, დროის საოცრად სწრაფ მონაკვეთში დაბრუნდება. ამიტომ დღეს აკეთეთ ის, რაც გინდათ, რომ სამომავლოდ თავად გადაგხდეთ… მერწმუნეთ, დღეს მართლა უიშვიათესი და განსაკუთრებული დღეა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები