LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტროლოგი: „ძალიან ბევრს აინტერესებს, დაიწყება თუ არა ომი..“

80

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა წერს, რომ ამ ბოლო დღეებში მას ხშირად ეკითხებიან, დაიწყება თუ არა ომი, რადგან აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ძალიან დაიძაბა.

ასტროლოგი აღნიშნავს:

„ძალიან ბევრს აინტერესებს, დაიწყება თუ არა ომი. არ მოგატყუებთ, ამ ეტაპზე მართლაც არის საკმაოდ რთული კონფიგურაციები ცაზე, კიდევ უფრო რთული სიტუაცია იქნება 16 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით. ე.წ “ომისა და ნგრევის” პლანეტები არიან ერთმანეთთან შეერთებაში, რაც თავის მხრივ ზრდის არამხოლოდ შეიარაღებული დაპირისპირებების რისკს, არამედ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს შორის აგრესიის გამოვლენის კოეფიციენტს. ეს არის პერიოდი, როცა ძალისმიერი მეთოდებით სურს ბევრს საკუთარი სიმართლის დამტკიცება. იმატებს იმპულსურობა და კონფლიქტები, თუმცა მე მაინც ოპტიმისტი ვარ და მტკიცედ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სანამ სამყაროში არსებობს კარგი მუსიკა, სილამაზე და კეთილი ადამიანები, სანამ თითოეული ჩვენგანი ცდილობს თავისი წილი სამყაროს გაფერადებას, ყველაფერი კარგად იქნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები