LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტროლოგი გაფრთხილებთ! – რომელი ზოდიაქოს ნიშნები მიაღწევენ წარმატებას 2016 წელს

74

ასტროლოგი რამაზ გიგაური საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი წელია მოსალოდნელი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნისთვის.

რამაზ გიგაური:

პლანეტა იუპიტერი 2016 წლის სექტემბრის დასაწყისამდე ქალწულის ზოდიაქოში იმოძრავებს, ეს კი გამარჯვებას მოუტანს მიწისა და წყლის სტიქიით დაბადებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი კუროებს, ქალწულებს და თხის რქებს, თუმცა წარმატებას ასევე მიაღწევენ ის ადამიანები, რომლებსაც უყვართ წესრიგი, დისციპლინა და მეთოდურობა.

სექტემბრის პირველ დეკადაში იუპიტერი სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და ეს უკვე სასიკეთო ტენდენციებს შექმნის ჰაერისა და ცეცხლის სტიქიით დაბადებული ადამიანებისთვის. ცხადია აქედან უნდა გამოვყოთ ჰაერის სტიქიის ნიშნები: ტყუპები, სასწორები და მერწყულები. 2016 წლის შემოდგომა და ზამთარი მათთვის ზოგადად სასიკეთო გამოდგება.

თუმცა გარდა ამისა, 2016 წელს წარმატებას მიაღწევენ ის ადამიანები და ქვეყნებიც, რომლებსაც ერთი მხრივ გაქანება, ხოლო მეორე მხრივ მოქნილება ახასიათებთ (უხეში და საეჭვო მეთოდებით გამარჯვების მიღწევა კი სათუო გახდება).

რაც შეეხება წარუმატებლობას, შემოდგომის დასაწყისამდე  ყურადღების გამოჩენა ჰმართებთ იმავე ტყუპებს, სასწორებსა და მერწყულებს, რადგან იუპიტერის გავლენა არასასიკეთო ამ ნიშნებისთვის იქნება, ასევე არასასიკეთო იქნება მშვილდოსნებისთვისა და თევზებისთვისაც.

შემოდგომის შემდეგგ, 2016 წლის ბოლომდე ყურადღების გამოჩენა უკვე კუროებს, ქალწულებს და თხის რქებს მოუწევთ, ასევე სიფრთხილე უნდა გაიჩინონ ვერძებმა, რადგან სასწორში გადასული იუპიტერი დაუპირისპირდება ვერძის ნიშანს და ეს ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებისთვის არცთუ სასიკეთო პერიოდს შექმნის.

მთლიანობაში მაიმუნის წელი საშუალო სირთულისაა, თუმცა მოხერხებული და გამჭრიახი ადამიანები 2016 წელს შეძლებენ მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები