LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტრონავტების დიეტა, რომელის წყალობიტაც 20 კილოს მოიკლებთ

323

ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, თუმცა წონის დაკლების ყველაზე ეფექტურ კვების სისტემად – ასტრონავტების დიეტა ითვლება. რატომ მიიღო დიეტამ ამგვარი სახელწოდება არავინ იცის, თუმცა არსებობს ვერსია, თითქოს ამგვარი მკაცრი დიეტის დაცვა ისეთივე რთულია, როგორც ატრონავტების სამუშაო, თუმცა ისეთივე შედეგიანია.  

ასტრონავტების დიეტა 20 დღეზეა გათვალისწინებული, რომლის შემდეგ აუცილებლად დაიკლებთ ზედმეტ 20 კილოგრამს, რადგან ამგვარი კვების რეჟიმის მთავარი უპირატესობა დიეტის მიღებული საკვების, რომელიც  ერთდროულად დაბალკალორიულიცაა და საკმაოდ ნოყიერიც, სწრაფი გადამუშავებაა.

* კვების სქემა  

ასტრონავტების დიეტა ცილით მდიდარი პროდუქტის მირთმევას ეფუძნება და მკაცრად გამორიცხავს საკვები ბოჩკოს – უჯრედისის მიღებას. გარდა ამისა, აკრძალულია მარილის, შაქრის, წიწაკის და ცხარე სანელებლის მირთმევა. კვება ოთხჯერადია, საკვების მიღებებს შორის ნებადართულია მსუბუქი წახემსება 1 ჭიქა კეფირით, თუმცა აუცილებელია დიდი ოდენობით წყლის დალევა.

რადგან დიეტის რაციონი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს და მინერალებს, შეგიძლიათ ვიტამინების ან მინერალების დამატებითი კომლექსის მიღებაც.

დიეტის ყოველდღიური მენიუ  

  • საუზმე – ცხიმის გარეშე მომზადებული ერთი კვერცხის ომლეტი, ერთი ჭიქა კეფირი ან ყავა შაქრისა და რძის გარეშე.
  • სადილი – 200-300 გრამი მოხარშული ქათამი, 0,5 ლიტრი წვნიანი, 1 ჭიქა კეფირი ან ყავა შაქრის და რძის გარეშე.
  • სამხარი – 1 ჭიქა კეფირი ან ყავა შაქრის და რძის გარეშე.
  • ვახშამი – ისევ 1 ჭიქა კეფირი ან ყავა შაქრის და რძის გარეშე.

ასტრონავტების დიეტა მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის პატრონებისთვისაა რეკომენდებული, თუმცა თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაწუხებთ, უკეთესია ამგვარი დიეტისგან საერთოდ  შეიკავოთ თავი.

დიეტის დაცვა ავტომატურად ორგანიზმის ძლიერ სტრესს გულისხმობს, ამიტომ წონის დაკლების ამგვარი მეთოდის გამოყენება მხოლოდ წელიწადში მაქსიმუმ ორჯერაა რეკომენდირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები