LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათასგვარ სიბინძურეს თხზავენ ჩემზე, ცდილობენ ხალხს შეაზიზღონ ჩემი თავი – ზაზა სარალიძე შვილს მიმართავს

93

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მისი განადგურება აქვს გადაწყვეტილი.

დავით სარალიძის მამა, 2017 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე მომხდარს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ მისი შვილის 3 მკვლელიდან, მხოლოდ ერთია დაკავებული. სარალიძე ამბობს, რომ დანარჩენებს კი “ბობოლა” დამცველები ჰყავთ.

ის გარდაცვლილ შვილს მიმართავს და პირდება, რომ მიცემულ სიტყვას შეასრულებს და მის მკვლელებს დასჯის.

„დავიწყოთ 2017 წლის 1დეკემბრიდან. შუადღის 2 საათი იქნებოდა დაახლოებით, როდესაც დათოს დამრიგებელმა დამირეკა ,რომ სასწრაფოდ უნდა მივსულიყავი სკოლაში, იმდენად შეშფოთებული ხმა ჰქონდა პირდაპირ სკოლისკენ წავედით მე და ჩემი თანამშრომელი.

სკოლაში მისულს მეუბნება ქალბატონი ნანა, რომ ჩხუბი მოხდა და დათუჩა ფეხშია დაჭრილიო, გავიქეცით საავადმყოფოსკენ და თან ცრემლი მახრჩობდა, ღმერთს ვეხვეწებოდი რომ არ გავეწირე, გული ცუდს მიგრძნობდა, გზაში ნანას დაურეკეს და უთხრეს მეორე ბიჭი გარდაიცვალაო, ნიკო დააჭირე გაზს რაღაც ვერ არის კარგად საქმეთქო.

საავადმყოფოში ზღვა ხალხი დამხვდა, გული მიმდიოდა მაგრამ ფეხზე უნდა ვმდგარიყავი, ღრიალით შევვარდი მისაღებში მაგრამ ვერავინ ვერაფერს მეუბნებოდა, საოპერაციოში ჰყავთ, მხოლოდ ეს იყო პასუხი.

ექიმის ნასახი არავინ იყო, ყველა დათუჩას დატრიალებდა თავს. ადგილს ვერ ვპოულობდი. ხალხში გავდიოდი და გამოვდიოდი. ხმამაღლა მინდოდა ყვირილი ჩემი ხმა რო გაეგონა და მიმხვდარიყო მასთან რომ ვიყავი.

ბავშვები ყვებოდნენ რა მოხდა და სად იყო ჩხუბი.მაშინ დასახელდა სამი პიროვნება ვინც დანა დაარტყა.

მხოლოდ იმას ვფიქრობდი რომ უნდა გადარჩენილიყო.

დამთავრდა ოპერაციები. გამოვიდა ექიმების ჯგუფი და დავჯექით სალაპარაკოდ. ვერცერთი თვალს ვერ მისწორებდა, რამდენიმე წუთი მდუმარედ ვისხედით და ბოლოს ვიკითხე

-ცოცხალია?

და ერთმა ექიმმა დაიწყო. 12 სადისტური ჭრილობის აღწერა.

ღვიძლი დაზიანებული

არტერია გადაჭრილი

ფილტვი დაზიანებული

და დაჩეხილი.

სასიცოცხლო ნიშნები აღარ არსებობდა.

გადარჩენის შანსი ფაქტიურად აღარ იყო.

ბრძოლობდნენ ექიმები გადასარჩენათ, მაგრამ ამაოდ.

ვერ გაუწია წინააღმდეგობა სიკვდილს.

და თან წაიღო მთელი ოჯახის სიცოცხლეც.

ბოლო ჩვენი შეხვედრა რეანიმაციაში შედგა. მე ვლაპარაკობდი ის კი სულს ებრძოდა. მე ვანუგეშებდი და ვამხნევებდი, მაგრამ მას არ ესმოდა.

ვიცოდი რომ ვერ გადარჩებოდა მაგრამ იმედს არ ვკარგავდი. დაგვტოვა მაინც.

მის სხეულს ყოველღამე ვეფერებოდი და ვეუბნებოდი, რომ ყველას გავანადგურებდი ვინც შენზე დანა აღმართა.

მას მერე 10 თვეზე მეტი გავიდა.

ერთი მკვლელი დაჭერილია ორი გარეთაა.

იმის მაგიერ რომ შენი მკვლელები პასუხისგებაში მისცნენ, პირიქით აქეთ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩემი განადგურება.

მკვლელებს აღმოაჩნდა ბობოლა დამცველები და იმათ პასუხისგებაში მიცემას ურჩევნიათ ჩემზე მოიტანონ იერიში. ათასგვარ სიბინძურეს თხზავენ ჩემზე, უნდათ რომ ფსიქოლოგიურად გამანადგურონ.

ის კი არ ახსოვთ რომ შენთან ერთად მოვკვდი და მხოლოდ მიტო ვარ ამ ქვეყნად ,რომ პირობა მოგეცი და მაინც რაც არ უნდა დამიჯდეს შევასრულებ.

ცდილობენ ხალხს შეაზიზღონ ჩემი თავი და ამით მკვლელებზე იერიშს ანეიტრალებენ.

ის კი არ ახსოვთ, რომ მკვდარს შემიზიზღებენ თუ არა,რომ აღარ აქ აზრი და მაინც არ მოვისვენებ სანამ მკვლელები არ დაისჯებიან.

კალაძეს რატო შეეხო,ატყდა ერთი ამბავი.

კალაძე შენს სულს შეეხო და მე დამადანაშაულა შენი სულის გაყიდვაში.

ეს არ ადარდებს ხალხს,ჩვენ ხომ უბრალო გლეხები ვართ და ის თანამდებობის პირი.

პოლიციელს რატო შეაფურთხა გაისმა ათასგვარი შეძახილები.

პოლიციელი დედაშენს შეეხო.

ეს არ ადარდებს ხალხს,ჩვენ ხომ უბრალო ხალხი ვართ და ის პოლიციის მაღალჩინოსანი.

ჩვენ ხო საქართველოს უბრალო შვილები ვართ და ისინი მთავრობის ელიტარული წარმომადგენლები.

მაგრამ ის ავიწყდებათ,რომ ჩემი მთავრობა შენ იყავი.

პოლიტიკოსად მომნათლეს და ათასგვარ სიბინძურეში მძირავენ,მაგრამ ავიწყდებათ რომ ჩემი პოლიტიკა შენ იყავი და სიბინძურეში მკვდარი აღარ იძირება.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება.

მაგრამ ავიწყდებათ,რომ მე შენ პირობა მოგეცი და შევასრულებ.

მიყვარხარ მამიიიი” – წერს სარალიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები