LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათასობით ევაკუირებული ადამიანი და დატბორილი ქალაქები – საფრანგეთი წყალდიდობას ებრძვის (ვიდეო)

319

გადაუღებელი წვიმა დასავლეთ ევროპას სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის. საფრანგეთში ქალაქი ნემური და პარიზის სამხრეთ ნაწილი ყველაზე მეტად დაზარალდა.

წყალდიდობების შედეგად სულ მცირე 3 ათასი ადამიანია ევაკუირებული, მათი უმეტესობა ნავებით გაიყვანეს. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 50 აკვალანგისტი, 25 კატერი და 6 ვერტმფრენი. მდინარეების დონემ კატასტროფულად აიწია.

საფრანგეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, სულ მცირე 2 ადამიანია გარდაცვლილი, ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

საფრანგეთის დედაქალაქში დაკეტეს ლუვრიც, ადმინისტრაცია ყველა ზომას მიმართავს, რომ ნამუშევრები არ დაზიანდეს. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა, მდინარე სენას დონემ ნორმაზე 6 მეტრით მოიმატა.

წვიმამ მძიმე შედეგები მოიტანა გერმანიაშიც, ბავარიაში ჭარბი ნალექის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.