LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათათურქის აეროპორტში კერძო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

82

ათათურქის აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის გამოც აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან ჩრდილოეთ კვიპროსისკენ მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემების გამო უკან დაბრუნდა, რის შემდეგაც ავარიულად დაეშვა, შემდეგ კი მას ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 4 ადამიანი იჯდა. მომხდართან დაკავშირებით, მსხვერლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

CNN TURK – ის ინფორმაციით, ათათუქრის აეროპორტში მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა და დროებით დაიკეტა. ადგილზე ამ წუთებში სახანძრო სამაშველო ბრიგადების მობილიზება ხდება. ოფიციალური უწყებების მხრიდან კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები