LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათენის ცენტრში მცირე სიმძლავრის აფეთქება მოხდა

67

ათენის ცენტრში საბერძნეთის პარლამენტთან აფეთქება მოხდა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად არავინ დაშავებულა.

მოწყობილობა ათენის მთავარ მოედანთან ძალიან ახლოს მოხდა, რამდენიმე შენობის ფანჯრის შუშები ჩაიმსხვრა.

ათენში ბოლო თვეების მანძილზე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დროდადრო მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის ხდება შეტაკებები. ამასთან, მცირე სიმძლავრის თვითნაკეთი ბომბების აფეთქება არის ტაქტიკა, რომელსაც ხშირად მიმართავენ ხოლმე მემარცხენე რადიკალები და ანარქისტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები