LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატენის ხეობაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

270

ეროვნული სატყეო სააგენტოს, შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, გორში, ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ მოიპოვა 12 კუბურ მეტრამდე, წიწვოვანი სახეობის პირველი ხარისხის სამასალე მერქანი.

“სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სატვირთო ავტომანქანა დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს. ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს,”- აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები