LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათეულობით სახლის ძარცვა – ბარსელონაში საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს

195

ესპანეთის პოლიციამ სპეცოპერაციის ფარგლებში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავა. ესპანური მედიის ცნობით, თხუთმეტივე საქართველოს მოქალაქეა. ისინი ორი დაჯგუფების წევრები არიან. დაკავებულებს შორის ასევე, არის ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდი“. მისი ვინაობა არ დასახელებულა, თუმცა ნახსენებია, რომ ის 53 წლისაა და წარსულში ნასამართლევი იყო რუსეთში.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ბარსელონაში ათეულობით ბინისა და სახლის გაძარცვა. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 13 ათასი ევრო, ორი კილოგრამი ოქროს ნაკეთობა და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ინსტრუმენტები ამოიღეს.

13 დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ორი გირაოთი გაათავისუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები