LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათი რჩევა ჯორჯო არმანისგან

134

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ, რევოლუცია მოახდინა ფეშენ-ინდუსტრიაში და საკუთარი სტილი შექმნა, რომელიც ძალიან მალე იქცა ელეგანტურობისა და იდეალური გემოვნების სინონიმად. გთავაზობთ დიდი მაესტროს რამდენიმე რჩევას.

* იაფფასიანი ფეხსაცმელი – ცუდი ეკონომიაა. ნუ დაზოგავთ ფულს მთავარზე, რადგან ფეხსაცმელი თქვენი გარდერობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

* იყო ელეგანტური არ ნიშნავს თავალში მოხვდე ყველას. ელეგანტურობა ნიშნავს სამუდამოდ დარჩე ადამიანების მეხსიერებაში.

* არ ღირს ზედმეტი მონდომება ტანსაცმლის შერჩევისას, რადგან ის, ვისაც სტილი აქვს, ყოველთვის ისე გამოიყურება, თითქოს ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას. ჩემი აზრით, სტილი თვითგამოხატვის ფორმაა, ადამიანს კი, ყველაზე მეტად საკუთარ თავთან გულწრფელობა უხდება.

* სექსუალურობა თვითრწმენაზეა დამოკიდებული, რადგან ეს არა მხოლოდ სხეულის, არამედ გონების მდგომარეობაცაა.

* განსხვავება სტილსა და მოდას შორის ტანსაცმლის ხარისხშია.

* შავი და მუქი ლურჯი ფერები თითქმის ყველას უხდება. შეინარჩუნეთ ფერთა ეს გამა და თავისუფლად შეგიძლიათ ჩაატაროთ ექპერიმენტები ფორმებსა და ტექსტურაზე.

* მიხარია, რომ ადამიანებს ისევ სურთ იყვენენ ელეგანტურები, რადგან ელეგანტურობა არასდროს დაკარგავს აქტუალურობას, თქვენ კი, ყოველთვის მოდაში იქნებით. საკუთარ წარმატებას სწორედ ამ ფილოსოფიის ერთგულებით ვხსნი. ჩემთვის სტილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცვალებადი მოდური ტენდენციები.

* აქსესუარებს დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ნუ დაინანებთ ფულს ქამრის, ჩანთის ან ჰალსტუხის შესაძენად. გაითვალისწინეთ ფერები, რომელთაც ატარებთ და შეიძინეთ შესაბამისი აქსესუარები. გახსოვდეთ, რომ ნაცრისფერს თითქმის ყველა ფერი უხდება, საათი კი, ის აქსესუარია, რომელიც უსიტყვოდ ლაპარაკობს მის მფლობელზე.

* შეარჩიეთ ნეიტრალური ფერის ქსოვილი თვალშისაცემი ორნამენტის ან პრინტის გარეშე, რადგან სწორედ სადა ქსოვილია ყოველთვის მოდური.

* კარგად შერჩეული პარფიუმი თავისუფლად შეიძლება გახდეს თქვენი „სავიზიტო ბარათი“, რადგან თქვენთან ურთიერთობისას ადამიანები პირველ რიგში სწორედ სუნამოს გრძნობენ, თქვენი წასვლის შემდეგ კი – სუნამო ახსენდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები