LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატლეტიკო ბარსას გადაეკიდა, ბაიერნი თავის გზას მიუყვება

76

ესეც ასე: ჩემპიონთა ლიგის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. გაირკვა ისიც, რომ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ტიტულს ვერ დაიცავს და  დაუწერელი კანონი, რომ ზედიზედ ორჯერ ლიგას ვერავინ იგებს, კვლავ ძალაშია.

”ბარსელონამ” წააგო ”ატლეტიკოსთან” და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიწურულს გადარჩენაც შეეძლო, რომ არა მსაჯის შეცდომა (სტუმრებს პენალტი არ მისცა), მაინც ვერავინ იტყვის, რომ ”ათლეტები” დაუმსახურებლად გავიდნენ ოთხ საუკეთესო გუნდში.

სხვათა შორის, თუ გახსოვთ, სწორედ ”ატლეტიკომ” გააგდო “ბარსელონა” მაშინაც, როდესაც ”ბლაუგრინა” ჩემპიონი იყო და თავად გავიდა ფინალში. მოკლედ, ლიგაზე ”ბარსასთვის” ”ატლეტიკო” ცუდი მეტოქეა.

ამასობაში კი ლიონელ მესიმ ზედიზედ მეხუთე საკლუბო მატჩში ვერ გაიტანა. 6 წელია, ასეთი უიღბლო სერია არგენტინელს არ ჰქონია.

ატლეტიკო-ბარსელონა 2:0 (1:2)

გოლები: 1:0 გრიზმანი (36), 2:0 გრიზმანი (88-პენ.)

ატლეტიკო: ობლაკი – ხუანფრანი, გოდინი, ლ. ერნანდესი, ფელიპე ლუიში – საული, გაბი, ა. ფერნანდესი (90. სავიჩი), კოკე – ფერეირა-კარასკო (74. თ. პარტი), გრიზმანი (90. ა. კორეა)

ბარსელონა: ტერ შტეგენი – დანი ალვეში (65. სერხი რობერტო), პიკე, მასკერანო, ალბა – რაკიტიჩი (64. არდა თურანი), ბუსკეტსი, ინიესტა – მესი, ნეიმარი, სუარესი

გაფრთხილება: გაბი, გოდინი, კორეა, კოკე – სუარესი, ნეიმარი, ინიესტა, თურანი

 

 

ბენფიკა-ბაიერნი 2:2 (0:1)

გოლები: 1:0 ხიმენესი (27), 1:1 ვიდალი (38), 1:2 მიულერი (52), 2:2 ტალისკა (77)

ბენფიკა: ედერსონი – ელიზეუ (88. იოვიჩი), ჟარდელი, ნილსონ-ლინდელოფი, ალმეიდა – სანჩესი, ფეისა – კარსელა-გონსალესი, პიცი (58. გუედესი), სალვიო (68. ტალისკა) – ხიმენესი

ბაიერნი: ნოიერი – ლამი, კიმიხი, მარტინესი, ალაბა – ვიდალი, ჩაბი ალონსო (90. ბერნატი), ალკანტარა – დიეგო კოსტა, რიბერი (90+2. გიოტცე), მიულერი (84. ლევანდოვსკი)

გაფრთხილება: კარსელა-გონსალესი, ალმეიდა – მარტინესი

მიუნხენის ”ბაიერნმა” ფავორიტობა დაამტკიცა და არც მაშინ ჩამოუყრია ყურები, როდესაც ლისაბონელებმა ანგარიში გახსნეს.

რეკორდმაისტერმა შესვენებამდე გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ყველაფერი გადაწყვიტა, როდესაც მეორეც შეაგდო.

ნახევრაფინალების წილისყრა პარასკევს თბილისის დროით 14:30 საათზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები